ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა აღმოაჩინეს ექსპერტებმა უროზე, რომლითაც სავარაუდოდ მაგდა პაპიძის ქმარია მოკლული

 

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის არსებით განხილვაზე, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, მოწმის სახით ექსპერტ-ქიმიკოსი დაიკითხა.

მისი კვლევის მიზანი იყო დაედგინა, ხომ არ იყო მოკლულების სისხლში და ორგანიზმში რაიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული,  ალკოჰოლური, მომწამვლელი ან საძილე საშუალება. ექსპერტმა აღნიშნა, რომ არცერთის სისხლში მსგავსი არაფერი აღმოჩენილა.

მოწმის სახით დაიკითხა ასევე ექსპერტ-ბიოლოგი დიანა მალხაზოვა. მისი თქმით, უროს ტარზე აღმოჩნდა მაგდა პაპიძის დიდი რაოდენობით და ომარ ქაფიაშვილის მცირე რაოდენობით ბიოლოგიური მასალა. მოწითალო ფერის ლაქები აღენიშნებოდა როგორც უროს ტარზე, ასევე თავზე. ეს იყო სისხლი და ეკუთვნოდა მოკლულ ომარ ქაფიაშვილს.

 

 

იტვირთბა....