ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რატომ გადაწყვიტეს, რომ მაინცდამაინც დეპუტატობა მინდოდა, ვერ ვხვდები“

ერთ-ერთი სააგნეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, პოეტი დათო მაღრაძე პოლიტიკაში მიდის. სააგენტო (რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ), აკონკრეტებს, რომ დათო მაღრაძე თელავში, „ქართული ოცნების“ სახელით იყრის კენჭს.

როგორც „მეტრონომს“ დათო მაღრაძემ განუცხადა,  ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„ვერც მივხვდი რატომ გაჩნდა ასეთი ჭორი. ორი დღის წინ ვიყავი თელავში, ეტყობა ქუჩაში დამინახეს, მაგრამ რატომ გადაწყვიტეს, რომ მაინცდამაინც დეპუტატობა მინდოდა, ვერ ვხვდები. არ შეიძლება ერეკლეს სასახლეში ისე მომინდეს მისვლა? დეპუტატის მანდატის გარეშე?

არანაირ კენჭისყრას, არც საპარლამენტო, არც აღმასრულებელში არ ვაპირებ.

სხვა ასპარეზიდან უფრო კარგად შემიძლია ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ვიდრე პოლიტიკიდან. ყველას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა, სხვის გადაწყვეტილებას არ ვაკნინებ ამით.“ – უთხრა „მეტრონომს“ დათო მაღრაძემ.

იტვირთბა....