,,თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ამ პეტიციით ისინი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ შეიწყალოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები.
შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.