დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, ბოლო წლები ორგანიზაციის ერთიანობისთვის ურთულესი იყო.
“არავისთვისაა საიდუმლო რომ ჩვენ გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ სხვა შედეგის მიღება გვინდოდა. პოლიტიკურად ეს ძალიან დრამატული მომენტია და შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ყველა ის პოლიტიკური შედეგი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. გასული ორი დღის განმავლობაში მე ვესაუბრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა ლიდერს ამ საკითხზე. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ 27 წევრი დავრჩით და ვაპირებთ რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა ამ შემადგენლობით. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი კავშირი არის ჩვენი უკეთესი მომავლის ჩარჩო. გასული წელი ნამდვილად იყო ძალიან რთული ევროკავშირისთვის, მაგრამ ყოველთვის მახსენდება ეს სიტყვები – რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო,“ – განაცხადა დონალდ ტუსკიმ.
ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დიდი ბრიტანეთის დგას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცევა მომავალში.
“ევროკავშირისთვის ყველაფერი ნათელია – ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად, უნდა გავატაროთ რეფორმა და შევქმნათ უკეთესი მომავალი. რაც შეეხება ბრიტანეთს, არავინ დასჯის მათ ამ გადაწყვეტილების გამო, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კენჭისყრის შედეგს. ბრიტანელებმა მოითხოვეს სუვერენიტეტი და ახლა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, თუ რას ნიშნავს ეს სუვერენიტეტი. თუ სრული დამოუკიდებლობა გინდა, ეს იმას ნიშნავს რომ ვერ იქნები წარმატებული ევროპულ ბაზარზე, ყველას ვისაც უნდა იყოს ევროპული ბაზრის ნაწილი, პატივი უნდა სცეს ევროპული ბაზრის წესებს,“ – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი შემდეგია: ამომრჩეველთა 52-მა % მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა.