ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილე მარტინ მაკგინესი ირლანდიის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცის ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმის შედეგები უკვე სრულად დათვლილია. რეფერენდუმში მონაწილეთა 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დოლართან მიმართებით გირვანქა სტერლინგი 10%-ით გაუფასურდა. ფუნტმა დოლართან მიმართებით 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.