მთავარი საზოგადოება

სტანისლავ ბონდარენკო: „თუ გავიმარჯვე, ბინას იზორიას გადავცემ“

 

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, რომელიც უკრაინელ მსახიობ, სტანისლავ ბონდარენკოსთან მეგობრობს, სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში “ცეკვავენ ვარსკვლავებთან“ დაკავშირებით ატეხილ ამბებს ეხმაურება:

“არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები, მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ გადაგვაფიქრებინა დაე გადაწყვიტოს ქართველმა ერმა გამარჯვებული”- წერს ოქიტაშვილი და  აქვეყნებს სტანისლავ ბოდნარენკოს მიმართვას, რომელიც მსახიობმა ერთ-ერთ სააგენტოს მისცა:

“სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება:

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

 

ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის ,,ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რათქმაუნდა სიამოვნებით დავთანმხდი.

ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ. მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში.

ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ – “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცე.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა”.-ამბობს ბონდარენკო.

ოქიტაშვილი გამოქვეყნებული პოსტის იმავე კომენტარებში წერს:

“არ იყო წინასწარი ლანძღვა-გინება საჭირო. ახლა კი გამარჯვებული გადაწყვიტოს ქართველმა ერმა. სამწუხაროა, რასაც ვაპირებდით, არ გვაცალეთ. ამიტომ, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდება, სამწუხაროდ”.

შეგახსენებთ, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ფინალში სტანისლავ ბონდარენკოს და ანდრია გველესიანის გადასვლამ, ხოლო პროექტიდან მსახიობ ჯანო იზორიას გამოთიშვამ, გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. იზორიას გულშემატკივრები ბონდარენკოს ეროვნებას უსვამდნენ ხაზს და აღნიშნავდნენ, რომ პროექტი ქართველმა უნდა მოიგოს…

„მეტრონომის“ რედაქცია ემიჯნება ქსენოფობიურ განცხადებებს და წუხილს გამოთქვამს, კონკურსანტის ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის მცდელობის გამო.

იტვირთბა....