ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„უნდა ვიზიარო თქვენი მწუხარება იმედელო კოლეგებო“: ნანუკა ჟორჟოლიანი და „იმედის“ ჟურნალისტები ნანა ლეჟავას წინააღმდეგ

 

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა, უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია თაბაგარი კი ტელეარხის გენერალური დირექტორის კონსულტანტი გახდა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებისთვის ხელმძღვანელის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა და მათ ღია წერილით მიმართეს “იმედის” დირექტორს.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. ქრონიკის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია იმედში”. – ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ საკადრო გადაადგილებას წინ უძღოდა „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ პატარკაციშვილების წარმომადგენლის, ირაკლი რუხაძის დანიშვნა.

“იმედში” მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. მისი თქმით, ლეჟავა “იმედს” კარგს არაფერს მოუტანს.

“თითქმის არ მახსენდება ჩემი პოსტი, როცა კოლეგებს დაწინაურებას, გადაცემის დაბადების დღეს, რეიტინგს არ ვულოცავ. ან არ ვიზიარებ მათ წუხილს, პრობლემების დროს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა რომ უნდა ვიზიარო თქვენი მწუხარება ჩემო იმედელო კოლეგებო:) მალე მიხვდებით რას ვგულისხმობ” – წერს ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....