შსს-მ ვერტმფრენებით დარიალის მამათა მონასტერში შეფარებული ჩარჩენილი 70 ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტებისა და საბაჟო ტერმინალის თანამშრომლების გადმოყვანა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.
ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო. ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთი გარესამყაროს მოწყდა.
სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.