ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ოთხოზორიას მკვლელობაზე რეაგირება აფხაზური საზოგადოების დამსახურებაა”

შერიგებისა და სამოქალაქო თნასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინაპატიმრობაზე გადაწყვეტილება აფხაზური საზოგადოების დამსახურებაა.

„ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და ვინც არ უნდა დაიბრალოს, პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა. დადასტურებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან აფხაზური მხრიდან არ იყო დადასტურება, ამიტომ ყოველთვის არსებობოდა საფუძველი, რომ შესაძლოა სხვა მიმართულებით წასულიყო გამოძიება, მაგრამ დადასტურდა გვარი, რაშიდ ქანჯი-ოღლი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ რთული ვითარებაა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებასაც”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, იგი 25 წელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებშია ჩართული.

“ასეთი ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღძრულიყო საქმე არ მახსოვს. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ვიყოთ მოთმინებით, ყურადღებით, სწორედ ამ მკვლელობას მიეძღვნა პირველი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ამუშავება, დაგეგმილი იყო ადრე, მაგრამ სამწუხაროდ დაემთხვა მკვლელობას, მაშინ ქართულმა მხარემ გადასცა ყველა ის ინფორმაცია, რაც თვითონ საკუთარი ინიციატივით მოიპოვა. შემდეგი შეხვედრა იქნებ 6 ივლისს და დარწმუნებული ვარ რომ ამ ფორმატში მოხდება ინფორმაციის ისეთი გაცვლა, რომელიც მისაღები იქნება მეორე მხარისათვის”. – აღნიშნა მინისტრმა.

იტვირთბა....