ატენის ქუჩაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი 27- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მოსახლეობა გზის გადაკეტვას ცდილობს, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ატენის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის მეუღლე ახორციელებს.