სამგორის რაიონის გამგეობის 13-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. გამგეობის უკვე ყოფილი თანამშრომლები ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შიხიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვებიან.
მათი განცხადებით, სწორედ ეს გახდა მათი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი.
შეგახსენებთ, ირაკლი შიხიაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე სამგორის რაიონში დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.