ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დე-ფაქტო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ ე.წ.სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ე.წ მესაზღვრემ 19 მაისს სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლა.

იტვირთბა....