პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ორ კანდიდატიდან თამარ ქალდანი აირჩია.
პარლამენტმა ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურა 44 ხმით ჩააგდო, ხოლო თამარ ქალდანს 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატად სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა: თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი.