ბელგიური გამოცემა “New Europe” საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ანტონ მაცარევიჩთან.
“მეტრონომი” ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს შეეხება.
“2009 წელს ბუქარესტის სამიტის წინ, პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ NATO-ს ლიდერები დაარწმუნა მხარი დაეჭირათ უკრაინასა და საქართველოსთვის, რათა ისინი NATO-ს წევრები გამხდარიყვნენ.
ეს მოლაპარაკებები შაბათ საღამოს მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, კვირა დილით, ალიანსის ლიდერებს ვიღაცამ პოზიცია შეაცვლევინა. მაშინ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რომ მომხდარიყო რუსეთის ყირიმის ოკუპაციას ვერ შეძლებდა. მოსკოვი ვერ გააკონტროლებდა დონბასს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ჩვენ ახლა რაკეტები, სირიის ნაცვლად, ვარშავაზე გვაქვს დამიზნებულიო.
მე ყოველთვის ვახსენებს ამ შეცდომას ალიანსის წევრებს, პოლონეთი ცდილობს დაეხმაროს უკრაინას და საქართველოს რუსული აგრესიის მოგერიებაში.
NATO-ს ლიდერების ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი ქვეყანა ალიანსისგან მაქსიმალურ დახმარებას მიიღებს. ბუნებრივია, გვესმის ის საკითხი, რომ საქართველოში და უკრაინაში დღეს განსხვავებული ვითარებაა, თუმცა ნატოს სამიტზე ორივე სახელმწიფოს მიმართ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”. – აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.