პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძის “პიჯაკის საქმე” დასკვნით ფაზაშია. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. სახელმწიფო ბრალდებას სურს ინციდენტში მონაწილე ადამიანები ხულიგნობისა და ცემის ფაქტზე ცნონ დამნაშავედ. საგამოძიებო უწყება მიმართავს სასამართლოს სათანადოდ შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ამის შემდგომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახაბერ გაბუნიას მიმართ.
“პროკურატურამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩვენი დაკავება. უსამართლობის მსხვერპლნი ვართ. კორცხელში მონაწილე პირებს გირაო შეეფარდა ჩვენ კი სამით თვით საპატიმროში გაგვიშვეს. კიდევ ერთხელ დაამტკიცა ხელისუფლებამ ბრძოლის როგორ წესებს ირჩევს.” – აცხადებს ნიკოლოზ ნარსია.
თავად პარლამენტის წევრი ლორთქიფანიძე პროკურატურას მოუწოდებს უკეთ განმარტოს, რატომ ითხოვს ამ ადამიანების დაკავებას.
“პროკურატურა თავიდან მათ დაკავებას ითხოვდა და ეს ინფორმაცია ჩემთვის ახალი არ არის. რაც შეეხება იმ საკითხს რატომ ითხოვს პროკურატურა ამ ადამიანების დაკავება ვფიქრობ, ეს თავად პროკურატურამ უნდა განმარტოს.” – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის დროს პარლამენტის წევრს პიჯაკი შემოახიეს.