X ფაქტორის მეხუთე ლაივ-კონცერტზე ერთ-ერთი მენტორი, დათო ფორჩხიძე პირველად გახდა ნიკა გვარამიას რეპლიკის მსხვერპლი. ამის შესახებ ფორჩხიძემ „Funtime“-თან კომენტარი გააკეთა:
„ნიკა გვარამიასთვის შენიშვნა საერთოდ არ მიმიცია! გადაახვიოს ეკრანზე და ნახოს! მენტორებთან შეკრული არ ვარო, თავს იმართლებდა და ამაზე ვუპასუხე, ვინ გითხრა, რომ ასეა მეთქი. ფორჩხიძე, შენი შენიშვნაღა მაკლიაო, – ასე რომ, მომმართა, ძალიან ცუდი ტონი იყო. ყველასთან ასე იქცევა და ჩემთანაც მოსინჯა კბილი. გვარამიას გადაეცით, რომ მისი არ მეშინია. ალბათ, გული უგრძნობდა, რომ მისი კონკურსანტი დატოვებდა პროექტს და ამიტომაც იყო განსაკუთრებულად აგრესიული. მესმის, რომ პროექტში სასამართლო პროცესებიდან მოდის ხოლმე და ის დაძაბული რეჟიმი „X ფაქტორშიც“ მოყვება. კარგი ადამიანია, მაგრამ ძალიან ემოციურია. ერთმანეთს ვებრძვით, თუმცა ეს ხომ დროებითია? გვარამია მენტორი პირველად არის და გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ყველაფერი. თავის გუნდის წევრებზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავს, ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის.“ – ამბობს ფორჩხიძე.
შეგახსენებთ, X ფაქტორი ნიკა გვარამიას გუნდის წევრმა, მიშო სულუხიამ დატოვა.