ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სასამართლო სხდომიდან გაიყვანეს. პაპიძემ სხდომის დროებით დატოვება მას შემდეგ ითხოვა, რაც ეკრანზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთებისა და გარდაცვლილთა ფოტოები აჩვენეს.
ადვოკატის განცხადებით გამომძიებლის დაკითხვის შემდგომ ბრალდებული პაპიძე პროცესზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.