ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ფული გააკეთა”: ელისაშვილი არქიტექტორს უკანონო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მთავარ არქიტექტორს უკანონო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს. ელისაშვილის ინფორმაციით, საბურთალოს ქუჩის 63-ე ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის მშენებლობაზე ნებართვა ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნის გარეშეა გაცემული.

„მთავარმა არქიტექტორმა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ფული გააკეთა და ისე გასცა ის უკანონო ნებართვა, ვინაიდან შეუძლებელია, იმდენად არაკომპეტენტური იყოს, რომ მოტყუებულიყო და შეცდომით მოეწერა ხელი იმ ნებართვებისთვის. კონკრეტულად გესაუბრებით, საბურთალოს N85, თანამედროვე ნუმერაციით არის სულხან ცინცაძის N63. გეოლოგიური დასკვნა ამ მშენებლობას არ გააჩნია და არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ კლდის მასივის მოჭრის და იქ მშენებლობის დაწყების შემდეგ, საირმის ქუჩის კლდოვანი ფენა დაემხობა,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დარღვევებზე საუბრობს ამხანაგობა საბურთალო 63-ის ადვოკატიც. ლაშა მჭედლიძე ამბობს, რომ ამ შეთანხმებით, არქიტექტურის სამსახურმა შეითანხმა ისეთი მშენებლობა, რომელიც მოითხოვდა კოეფიციენტების გაზრდას.

იტვირთბა....