ბრიუსელის სავაჭრო ცენტრში განგაში გამოცხადდა. BBC-ის ინფორმაციით,
განგაშის გამოცხადება შენობაში სავარაუდო ბომბის არსებობის გამო მოხდა.
გავრცელებული ცნობით, პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. დაკავებულია ეჭვმიტანილი მამაკაცი, თუმცა ბომბი ვერ აღმოაჩინეს.
განგაშის გამოცხადების შემდეგ, ბელგიის პრემიერმინისტრმა კრიზისების მართვის ცენტრის შეხვედრა მოიწვია. მისი განცხადებით, სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.