ეს რა იკადრეს? აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება? როდემდე? – მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ტელეკომპანია “იმედის” პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” ერთერთი კონკურსანტის, ჯანო იზორიას გავარდნას ეხმიანება.
“ეს რა იკადრეს???!!! არ გრცხვენიაააათ???!!! ჯანო როგორ არ გადავიდა ფინალში?! ეს ხომ უსამართლობაა და ძალიან დიდი თანაც!!! მე შარშან მარიამთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითქვამს, თუმცა დიდზე დიდი უნამუსობა იყო! დიდი უსამართლობა იყო!!! დღეს თამამად ვამბობ – ეს ხალხის შეურაცხყოფაა!!! ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი,რომელიც ნამდვილად იმსახურებდა თავისი ცეკვით, დიდი შრომით და რაც მთავარია თავისი კეთილშობილებით ფინალში ყოფნას — რა გაუკეთეს! ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში!!! აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება???!!!როდემდე???!!!” – წერს ჭოხონელიძე.