ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო კუზანოვა-ნადირაძე: „შესაძლოა სხვა პარტიაში გაწევრიანებაზე ვიფიქრო“

ნინო კუზანოვა-ნადირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ  პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების მიზეზები პარტიის არაგულწრფელობაა:

„მეორე დღეს უკვე ყრილობაზე ვიყავი და მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი. ადამიანები არაბუნებრივად ლაპარაკობდნენ, არ იგრძნობოდა გულწრფელობა და საქმის რეალურად კეთების სურვილი. ყველაფერი დადგმული და ხელოვნური იყო, დროშების ფრიალით.“-ამბობს ნინო ნადირაძე.

მისი თქმით, პარტიის პროგრამა გაწევრიანების და ყრილობაზე დასწრების შემდეგ მოითხოვა, პროგრამის შინაარსი კი „მიმზიდველად არ გამოიყურებოდა“:

„ყრილობის შემდეგ პარტიის პროგრამა მოვითხოვე, მინდოდა, გავრკვეულიყავი, რას ითხოვდნენ, წავიკითხე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. ზუსტად სამ დღეში მივხვდი, რომ წამოვსულიყავი. „

ნინო ნადირაძე არ გამორიცხავს პოლიტიკაში დარჩეს და სხვა პარტიაში გაწევრიანდეს:

„თუ საქმის კეთების გულწრფელ სურვილს დავინახავ, შესაძლოა, სხვა პარტიაში გაწევრიანებაზე ვიფიქრო, მინდა ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო“, – აცხადებს ნინო კუზანოვა-ნადირაძე.

იტვირთბა....