ქუთაისში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასების ზრდაა.
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, მათი შრომის ანაზღაურება 200-250 ლარია, ხოლო ანაზღაურება მათ დატვირთვას არ შეესაბამება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისში არც ერთ ავარიულ გამოძახებაზე არ გავლენ.
კომპანიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.