მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების მიერ ძალადობის მიმართ არსებული დამოკიდებულების შედეგია.
„ეს არის გამოვლინება იმ ძალადობრივი ფონის, რომელიც ხელისუფლების წახალისებით არის შექმნილი. ერთის მხრივ ხელისუფლება არ სჯის მოძალადეებს, მეორეს მხრივ ან რიტორიკით ახალისებს, ან მისი ცალკეული წევრები, როგორც ეს კორცხელის შემთხვევაში იყო, უშუალოდ მონაწილეობენ ძალადობის ორგანიზებაში,“-აცხადებს თამარ კინწურაშვილი.
მისივე თქმით სამართალდამცავმა უწყებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს სისხლის სამართლის 154-ე მუხლი, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.