ახალი ამბები მთავარი სამართალი

22 წლის გოგონა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გოგონა მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.

შეგახსენებთ, დედა-შვილი გუშინ ანაკლიაში გაჩერებაზე იდგნენ და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდნენ, რა დროსაც გოგონას ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....