ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შსს: სექსუალურ შევიწროებაზე ადმინისტრაციული სამართლადარღვევის გამოკვეთა რთული იქნება

შს წარმომადგენელმა ზვიად ოქროპირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული სამართლადარღვევის გამოკვეთა რთული იქნება:

“ზოგადად, კანონპროექტის სულისკვეთებას ვიზიარებთ და ვხედავთ პრობლემას, მაგრამ სერიოზულ პრობლემას ვხედავთ აღსრულების და მისი პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. კერძოდ, პრობლემურ საკითხად გვესახება ე.წ. სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ფიზიკური ან სხვაგვარი ქცევის დეფინიცია. ამის საკანონმდებლო დეფინიცია არ გვაქვს. ეს ფართო ინტერპრეტირების საშუალებას და სუბიექტური აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობთ, პროექტი ბუნდოვანია და, ამ მხრივ, პრაქტიკაში ბევრი პრობლემა იქნება. გარდა ამისა, ქცევის და ქმედების კუთხით ნათლად განჭვრეტადი არ არის. პოლიციელთა მხრიდან მიზანიც რთული დასადგენი იქნება, რამდენად გამოიწვია ასეთმა ქმედებამ, რომლის დეფინიციაც არ ვიცით, პირის ღირსების შელახვა და დამამცირებელი გარემოს შექმნა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საკომიტეტო განხილვისას.

დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორია, უწყებას განუმარტა, რომ კანონის დონეზე ვერ დაკონკრეტდება, რას ნიშნასვ „სექსუალური შევიწროვება“ და რომ “სექსუალური ხასიათის ქცევა შეიძლება იყოს ჩქმეტა, ბრწკენა, ხელის მოთათუნება, უწმაწური ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ვიდეო გაგზავნა და ასე შემდეგ“.

 

მისი თქმით,  საქმეთა სამინისტრომ იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს თუ რა არის საზოგადოებაში მიღებული და რა ითვლება სექსულაური ხასიათის ქცევად.

 

შეგახსენებთ, რომ სექსუალური შევიწროება, მათ შორის დასაქმების ადგილზე, შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

 

იტვირთბა....