ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ანაკლიის პოლიციის უფროსი, რომელიც ქალს დაეჯახა, თანამდებობიდან გადადგა

შსს-ს ინფორმაციით, ანაკლიის პოლიციის უფროსი, რომელიც 22 წლის ქალს დაეჯახა, თავისი სურვილით გადადგა.

აღნიშნული ინფორმაცია „მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. საქმეს პროკურატურა იძიებს.

გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

22 წლის დაზარალებული თავდაპირველად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მოთხოვნით, სალომე აქირთავა ამჟამად ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი

იტვირთბა....