ავარია სამეგრელოში – ახალგაზრდა ქალს ანაკლიაში, პოლიციის უფროსი, პაპუნა დიდიშვილი დაეჯახა.
„მეტრონომს“ ავარია შსს-მ დაუდასტურა. მათი ინფორმაციით, საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.