ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგრველაშვილმა ქვეყანაში მედიის მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ჟურნალისტები გარკვეულ საკითხებს პოლიტიკოსებზე უკეთ იცნობენ. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას ჟურნალისტები უყვარს – პოლიტიკოსები კი ეზიზღება.
“ქართველებს ძალიან აინტერესებს მასმედია და პოლიტიკა, მასმედია უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ. უყვართ რეპორტიორები და კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ. მათ ვეზიზღებით ჩვენ, პოლიტიკოსები, მაგრამ საზოგადოება პოლიტიზირებულია. მე ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი იმ დონით, რომელიც საქართველოს მასმედიაში არის. როგორ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს, რამდენად კარგად არიან განათლებული ჟურნალისტები. რამდენად კარგად ემზადებიან ინტერვიუსთვის. როცა ინტერვიუს იღებენ ჩემგან, თითქოს სკოლის მოსწავლე ვარ, ქიმიის გაკვეთილზე ვაბარებ გაკვეთილს, მასწავლებელმა ყველაფერი იცის, და მერე შენ, როგორც მოსწავლეს გთხოვს ფურმულის დასახელებას. შენ იძაბები თუ რთული კითხვები ისმის. მე ყოველთვის განცვიფრებული ვარ რამდენად კარგად იცნობენ ჟურნალისტები იმ საკითხებს, რომელზეც საუბარია. გაცილებით მომზადებული არიან, ვიდრე მე. როცა ინტერვიუ სრულდება და მივდივარ, შთაბეჭდილება მიმყვება”. – განაცხადა მარგველაშვილმა.