დღეს დილით, შაორის ტბაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს, გარდაცვლილი მამაკაცები 20 წლამდე ასაკის არიან. სავარაუდოდ ისინი თევზაობდნენ.
დაღუპულთა ცხედრები შაორის ტბიდან ადგილობრივმა მაშველებმა ამოიყვანეს.