ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ხელვაჩაურში გამოძიება დაიწყო: ადგილობრივების ვარაუდით, 24 ადამიანი წვეულებაზე განზრახ მოწამლეს

ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.
ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ადგილობრივების ვარაუდით, მოწამვლა გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, ან შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში დაბადების დღის წვეულებაზე 24 სტუმარი მოიწამლა. მათ შორის 9 თვიდან 16 წლამდე ბავშვები. მოწამლულთა შორის არ არის მხოლოდ წვეულების ერთი წევრი, ეროვნებით ჩინელი, რომელმაც გამოკვლევებზე უარი განაცხადა.
ექიმების ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით საკვებით მოწამვლა გამოირიცხა. პაციენტები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

იტვირთბა....