ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„1000 %-ით, პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს 2 თვეში შეიწყალებს“

 

პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს ორ თვეში შეიწყალებს, – ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი წლის წინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – 100 კი არა 1000 % სიზუსტის ინფორმაცია გამაჩნია, რომ 2 თვეში პრეზიდენტი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს. ეს გაკეთდება მისი უცხოური ტურნეს შემდეგ, სადაც ნაციონალების ლობისტები მწვავედ დასვამენ მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის საკითხს.“ – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ  ვანო მერაბიშვილის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 5§3 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულია კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება).

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზე ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გამოიწვია.

იტვირთბა....