ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში, გუშინ საღამოს, 18 წლის დავით კიკნაძე მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატის სასაფლაოზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ენისელში მცხოვრები ახალგაზრდა მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მისმა ბიძაშვილმა მიაკითხა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ 17 წლის მოზარდმა დავით კიკნაძე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა. მკვლელობის მოტივი უცნობია.
სამართალდამცავებმა დავით კიკნაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს დაკავებული ბრალს აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.