ორლანდოში ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. BBC -ის ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 ადამიანი.
Fox News სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავმდამსხმელი 29 წლის, ამერიკის მოქალაქე ომარ მათენია.
შეგახსენებთ, კლუბ „ფლორიდა პულსში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა. თავდასხმის დროს კლუბში 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ნაწილმა გაქცევა შეძლო. 30-ზე მეტი მძევალი სამართალდამცველებმა დაიხსნეს, თავდამსხმელი კი ადგილზე მოკლეს.
თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიენიჭა.