ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ფლორიდაში ღამის კლუბზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდის ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20 და დაშავდა 42 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პოლიციის ოფიცერის განცხადებით თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო.
ორლანდოში მდებარე გეი-კლუბ “პულსში” ავტომატითა და პისტოლეტით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გახსნა.

პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პოლიციის ოფიცირის განცხადებით, სროლა კლუბში დაიწყო. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ კი ორმხრივი სროლა გარეთ გაგრძელდა. მოგვიანებით მამაკაცი კვლავ კლუბში შევიდა, სადაც მძევლები აიყვანა. ის სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გაუვნებელყვეს.
საავადმყოფოსთან შეკრებილები არიან დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავები.

იტვირთბა....