12 ივნისი მეხანძრე-მაშველის დღეა. პროფესიული დღესასწაული საქართველოში წელს პირველად აღინიშნება.
სპეციალური ღონისძიება ბათუმში გაიმართა. მას შინაგან საქმეთა მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს დღევანდელი დღე მიულოცა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.
მინისტრის თქმით, მთავრობის სხდომაზე გადის ინივიატივა, რომლის მიხედვითაც, მეხანძრე-მაშველებს პენსია დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით დაენიშნებათ.