აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ”რუსთავის 2”-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
ყოველდღიურ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური განვითარებისთვის.
„თქვენ საუბრობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღეს „რუსთავი 2“-ის მფლობელებთან დაკავშირებით. როგორც მივხვდი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა ძალაში დატოვოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომელიც რეალურად „რუსთავი 2“-ის მფლობელობის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას ნიშნავს. და ასევე, როგორც ვხვდებით, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი დარჩება ადგილზე სააპელაციო პროცესების ამოწურვამდე. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი საფუძველი და უმნიშვნელოვანესია საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური გადაწყვეტილებისთვის. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, გამოიჩინოს თავშეკავებულობა და სასამართლოს მეშვეობით იმუშაოს ამ საკითხის მოსაგვარებლად იმგვარად, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერიმ.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი, მის კომპანია “პანორამას” კი 40 პროცენტი მიეკუთვნა.