ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ დატოვა პარტია ბურჭულაძის მთავარ დამფინანსებლად ცნობილმა ირაკლი გურჩიანმა

„მეტრონომი“პაატა ბურჭულაძის პარტიის პრეს-ცენტრს დაუკავშირდა

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის მოძრაობის“ წევრი,  ირაკლი გურჩიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს რომ მოძრაობას ტოვებს:

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მე დავტოვე პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.გთხოვთ იქ ნუღარ განმიხილავთ!”- წერს ირაკლი გურჩიანი.

ირაკლი გურჩიანი “ტოიოტა ცენტრის თბილისის” დამფუძნებელია და როგორც ცნობილია მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო.

როგორც პაატა ბურჭულაძის პარტიის პრეს-ცენტრმა „მეტრონომს“ განუცხადა, ირაკლი გურჩიანი პარტიიდან ნამდვილად წავიდა:

– ჯერ ერთი, ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, რომ გურჩიანი პარტიის წევრი იყო. პარტია სრულყოფილად, ბოლომდე დასრულებული რეგისტრაციით არ არის. ამიტომ რეალურად ვერ დატოვებდა – ეს რაც ფორმალობას ეხება. პარტია კი არ დატოვა, სამომავლო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარი თქვა და ეს პოლიტიკური თანამშრომლობა არ შედგა.

– რატომ გადაწყვიტა გურჩიანმა თანამშრომლობაზე უარის თქმა?

–  მიზეზს ნადვილად ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს მათი პირადი საუბარია.

– პაატა ბურჭულაძემ და ირაკლი გურჩიანმა ისაუბრეს პირადად?

– დიახ.

– პარტიის დამფინანსებლად ასოცირდებოდა – ასეთი სტატუსიც აქვს გურჩიანს…

– სამწუხაროდ ვერ გეტყვით…

 

 

 

იტვირთბა....