ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი: როგორ ულოცავს ის დავით დვალს გამარჯვებას

 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სააპელაციო სასამართლოს დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

“საჩივარი იმიტომ შევიტანე, რომ მჯეროდა. ჯერ ყველა პროცესი არ მორჩენილა.

ვფიქრობ საქართველოში იქნება სტაბილურობა და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც სამართლიანობა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა.

დავიცავ სიტყვის თავისუფლებას და თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე”.- განაცხადა ხალვაშმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.

ხალვაში სოციალურ ქსელშიც აქტიურობს.

“რა კედელი გაქვს… შეუღწევადი! კაცი გამარჯვებას ვერ მოგილოცავს. გილოცავთ. წარმატებები” – ასე მიულოცა ხალვაშმა დავით დვალს დღევანდელი გამარჯვება.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 60% ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, 40% კი შპს “პანორამას”, რომლის მფლობელიც ასევე ქიბარ ხალვაშია.

იტვირთბა....