ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაშია გათხოვილი, საქართველოში ცოტა ხნის წინ, მარტო დაბრუნდა. ამას ჭორები მოჰყვა, თითქოს ნუკი ქმარს გაშორდა. ინფორმაციის გავრცელებას ხელი ერთ-ერთი გადაცემის პრომომაც შეუწყო, სადაც ნუკი ამბობს, რომ ლამაზი ზღაპარი დასრულდა.
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ნუკი კოშკელიშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრობს:
„ეს პრომო ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გასვლამდე კარგად დაამონტაჟეს და ისე გამოვიდა, თითქოს გავშორდით, მაგრამ ეს ტყუილია, ეს დამონტაჟება მათ რეიტინგს მოუტანს, მე კიდევ ბევრი ინტერვიუ მექნება ამის გარშემო. იმდენი ჭორი გამიგია ჩემზე, იმდენზე გამათხოვეს, იმდენზე თქვეს, რომ იმის საყვარელი ვიყავი, ამას რომ ავყოლოდი, ახლა ადამიანად აღარ ვივარგებდი. „
კითხვაზე, ეჭვიანობს თუ არა მეუღლე მასზე, ნუკი პასუხობს:
„ცოლი ვარ და რაღაზე უნდა იეჭვიანოს? მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს, სანამ შეყვარებულები ვიყავით, ფიქრობდა, ხომ არ გადაიფიქრებსო, ახლა ეს განაღდებული აქვს, თან ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა. თავადაც ჩამოდის, ასე კი არ დამტოვა, მეგობრებიც ჩამოჰყავს, ბენს ძალიან მოსწონს ჩვენი ღვინო, მოკლედ, მას ღვინო, დუდუკი და მე მოვწონვარ. ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან ჩაცმულობით, გარეგნობით, აღნაგობით. ბენმა უჩემოდ მოიწყინა. მე აქ მეგობრებს ვნახულობ, დავგუგუნებ, ის კი იქ ჩემ გარეშე არსად დადის. მთვრალი ვარ, ახლა სახლში მივდივარ-მეთქი, ვეუბნები, ის კი იქიდან მპასუხობს – გაერთე, საყვარელო, ფრთხილად იყავიო. თვითონ კიდევ მუშაობს“, – აღნიშნავს ყოფილი ტელეწამყვანი.
მისივე თქმით, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შესახებ ბენთან უკვე ისაუბრა. „იმას იქ თავისი კარიერა აქვს, მისთვის უფრო რთულია აქ რამის გაკეთება, ვიდრე ჩემთვის – იქ. ბენმა ქართული არ იცის, მისთვის ეს უცხო ქვეყანაა. მეუბნება, თუ აქ თავი ძალიან ცუდად იგრძენი, დავკრათ ფეხი და საქართველოში წავიდეთო. ჯერ იქ კარგად ვარ, თუ მივხვდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრა, წამოვალ. სხვათა შორის, რამეზე რომ გამაბრაზებს, ვეუბნები, შენ გამო ყველაფერი მივატოვე-მეთქი და ჩუმდება, თავს დამნაშავესავით გრძნობს და ძალიან მიხარია“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.