ჯერ ევროპის ჩემპიონატი არ დაწყებულა და უკვე ინგლისელ და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის, დაპირისპირება მარსელის ერთ-ერთ პაბში მოხდა.
მთვრალმა ინგლისელმა ფანებმა ადგილობრივებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ სკამების სროლა დაიწყეს. ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებით გაგრძელდა.
ადგილზე სამართალდამცავები გაჩნდნენ. გულშემატკივრები პოლიციელების სიტყვიერ ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დღეს, საფრანგეთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იღებს სტარტს და 10 ივლისს დასრულდება.