მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი” დააყაჩაღეს ქუთაისში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიკროსაფინანსო დღისით გაძარცვეს. წაღებულია 500-მდე ლარი.
ძარცვის ფაქტი „მეტრონომს“ დაუდასტურეს შსს-ში. მათი განცხადებით, აქტიური საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.