ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატების სია, რომლებმაც იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმების წინააღმდეგ ხმა მისცეს

 

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა გოგა ხაჩიძის ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანია პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს.

კანონპროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე 41 ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩავარდა, მისაღებადკი 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პარლამენტმა ასევე 27 ხმით 5-ის წინააღმდეგ ჩააგდო მისგან გამომდინარე ცვლილებები “პოლიციის შესახებ” კანონში.

გოგა ხაჩიძე ასაჯაროებს იმ პოლიტიკოსთა სიას, რომელთაც იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმების წინააღმდეგ ხმა მისცეს: ვახტანგ ხმალაძე (“რესპუბლიკური პარტია”); თამაზ ჯაფარიძე (“ქართული ოცნება”) , ვლადიმერ აჩბა (“ქართული ოცნება”) სოსო დანელია (“ქართული ოცნება”), მანანა კობახიძე (“ქართული ოცნება”) ივანე კიღურაძე (“ქართული ოცნება”), სერგო ხაბულიანმა (“ქართული ოცნება”) პაატა კვიჟინაძე (“ქართული ოცნება”) და პაატა კიკნაველიძე (მრეწველები).

ხოლო, გაუქმებას მხარი დაუჭირეს: პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ მურმან დუმბაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გელა სამხარაულმა, გიორგი ხაჩიძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, იაშა შერვაშიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, გოჩა ენუქიძემ, მარიკა ვერულაშილმა, გურამ მისაბიშვილმა,  მირიან წიკლაურმა (“ქართული ოცნება”), პაატა ბარათაშვილმა (“ქართული ოცნება”), მალხაზ წერეთელმა (“რესპუბლიკური პარტია”), თამარ ხიდაშელი (“რესპუბლიკური პარტია”), ფრიდონ საყვარელიძემ (“რესპუბლიკური პარტია”), თამარ კორძაიამ (“რესპუბლიკური პარტია”), თეიმურაზ ნერგაძემ (“რესპუბიკური პარტია”), ლევან ბერძენიშვილმა (“რესპუბლიკური პარტია”), დავით ბერძენიშვილმა (“რესპუბლიკური პარტია”), დავით ონოფრიშვილმა (“თავისუფალი დემოკრატები”), ვალერი გელაშვილმა (“ქართული ოცნება”), გელა გელაშვილმა (“ქართული ოცნება”), გუგული მაღრაძემ (“ქართული ოცნება”), კარლო კოპალიანმა (“ქართული ოცნება”), გედევან ფოფხაძემ (“ქართული ოცნება”), გოგი ქავთარაძემ (“ქართული ოცნება”), ზაქარია ქუცნაშვილმა (“ქართული ოცნება”), ნანა ყეინიშვილმა (“ქართული ოცნება”), გია ჟორჟოლიანმა (“ქართული ოცნება”), ირაკლი სესიაშვილმა (“ქართული ოცნება”), ოთარ ჩრდილელმა (“ქართული ოცნება”), დარეჯან ჩხეტიანმა (ქართული ოცნება”), ენზელ მკოიანმა, გოდერძი ბუკიამ, მალხაზ ვახტანგაშილმა (“ეროვნული ფორუმი”, გუბაზ სანიკიძემ “(ეროვნული ფორუმი”), გიორგი ხეჩინაშვილმა (“ეროვნული ფორუმი”), ანი მიროტაძემ (ეროვნული ფორუმი”) და გიორგი კახიანმა (მრეწველები).

სხდომას არ ესწრებოდა “ნაციონალური მოძრაობა”. შეგახსენებთ, კორცხელის ინციდენტის გამო პარტიამ საპარლამენტო მუშაობა შეაჩერა.

იტვირთბა....