საზოგადოება

ნუ ყოყმანობ: 5 წესი, რომლის დაცვის შემდეგ პარტნიორის ინტერესს აუცილებლად გამოიწვევთ

იმისთვის რომ იმ მამაკაცის ინტერესი გამოვიწვიოთ, რომლითაც ასე ვართ მოხიბლულები, სულ მცირე, 5 წესის დაცვაა საჭირო:

1.მიეცით საუბრის გაგრძელების მიზეზი

მის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეთ მარტივად, მაგრამ არა ლაკონურად, ისე, რომ მამაკაცს საუბრის გაგრძელების მიზეზი მიეცეს.  ამომწურავი პასუხი კითხვის შემობრუნების საშუალებას აღარ იძლევა. „დიახ“, „არა“, „არ ვიცი“, „მადლობა“ და მსგავსი ლაკონურობა კი  კლავს დიალოგში შემოსვლის სურვილს.  ის საუბარში ვერაფერს ეჭიდება.  თქვენ ხომ მოგწონთ ეს მამაკაცი? მაშინ ნუ იქნებით ერთფეროვანი დიალოგის დროს.

მაგალითად, თუ ის გეკითხებათ, – ეს მთებია ფოტოზე? თქვენ როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში? და  თქვენ პასუხობთ, – დიახ, მთებია, აქ კარგია, -ბუნებრივია,  ეს „ორიანის“ პასუხი იქნება.  მამაკაცი ამ დროს თვლის, რომ თქვენთვის სასურველი მოსაუბრე არაა.  ამის ნაცვლად თქვენ უნდა უპასუხოთ: დიახ, მთებია. იქ უჩვეულო სიტუაციაა. იცით, ერთხელ ვიყავი და ახლაც თვალწინ მიდგას თხილამურები, დაღმართი და სიცხე. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო თოვლია. ძალიან კარგია. აუცილებლად ვეწვევი ამ ადგილებს კიდევ ერთხელ, მეგობარ მამაკაცთან ერთად.  ეს დაუვიწყარი იქნება.

2. ჩაერთე და ჩართე

ჩართეთ ემოციები. მშრალი, აკადემიური საუბრებით ვერავის მოხიბლავთ.

ღიმილი, კითხვის ნიშნები, აღტაცებები, ემოციების სიტყვიერი გამოხატულებები – ყველაფერი ეს არის მეთოდი. აჩვენე შენი კეთილგანწყობა და პოზიტიური ენერგეტიკა, რომელიც ასე ძალიან მოსწონთ მამაკაცებს.

45 წლის ასაკშიც კი არ უნდა შეგეშინდეს, დარჩე პატარა გოგონად, რომლის შინაგანი სამყარო ნებისმიერ ყინულს გაადნობს. და თუ ცხოვრებაში მელანქოლიური და მოწყენილი ხარ, ბევრად მარტივია, წახვიდე ბარში და სევდა მცირედ ალკოჰოლში “ჩაახრჩო”.

მამაკაცებს პოზიტივი იზიდავთ. საკუთარ პრობლემებს კი მოგვიანებითაც გაუზიარებთ.

3.იყავი ის, ვინც ხარ

წერე, როგორც ლაპარაკობ! აკადემიური მესიჯი-მკვდარი მესიჯია. მამაკაცებს ერთ ენაზე საუბარი მოსწონთ, ამიტომ მოიკრიბე აზრები, ამოისუნთქე, ჩაისუნთქე და დაიწყე წერა ისე, როგორც საუბრობ.

4.ნუ ყოყმანობ

არ გააჭიანურო შენი ტელეფონის ნომრის მიცემა, თუ მამაკაცი მოგწონს. 5-6 ფრაზა და დროა,  საკონტაქტო ინფორმაციაც გაცვალოთ. მხოლოდ მიმოწერა არასდროს მოგცემს იმდენს, რამდენსაც პირადი საუბრები, ადამიანის ხმის გაგონება. გამონაკლისი შეგიძლია დაუშვა მხოლოდ მაშინ, თუ მამაკაცი ხშირად ლაპარაკობს სექსზე. ამ შემთხვევაში, თავშეკავება სჯობს. სექს-გიგანტები ჩვენ არ გვჭირდება. ისინი ისედაც მრავლად არიან.

თუ ტელეფონზე რაღაც არ მოგვეწონება, შეგვიძლია შავ სიაში მოვათავსოთ, ახლა ეს ძალიან მარტივია.

5. იყავი გახსნილი

ღიად უთხარი კონპლიმენტები და აქტიური იყავი სოციალურ სივრცეშიც. თუ მამაკაცი კარგია, მას თავს ეხვევიან ქალები. შენ ყველას უნდა აჯობო. ნუ შეგეშინდება ინტერნეტში აქტიურობის,  რეალურ ურთიერთობაში კი ის თვითონ იაქტიურებს.

„ლამაზი ხარ“, „კარგად გამოიყურები“ და სხვა მსგავსი ფრაზებით მამაკაცები ძნელად იხიბლებიან. კონპლიმენტები, სჯობს, რამდენიმე წინადადებიანი მინიისტორიებით გადასცეთ. ეს მათთვის ბევრად საინტერესოა.

იტვირთბა....