ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში აფეთქებას ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მარდინის პროვინციაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი თურქი სამართალდამცველი. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას აფეთქების შესახებ BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Dogan-ის ცნობით, ქალაქ მიდიატში დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე შევარდა. სააგანეტო Anatolia-ს ინფორმაციით, თავდასხმა ქურთი ამბოხებულების მიერ იყო ორგანიზებული. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები.

ბოლო ორი თვის განმავობაში ქურთმა მებრძოლებმა მარდინის პროვინციაში რამდენიმე ტერაქტი განახორციელეს.

 

იტვირთბა....