ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბურჭულაძის პარტიის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს

პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ოფისში კომპიუტერი დაიკარგა. დაკარგული ნივთი პარტიის მდივანს ეკუთვნოდა.

პარტიის მდივანმა გვანცა იობიძემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ სამუშაო კომპიუტერი გუშინ საღამოს, პარტიის ოფისში დატოვა, თუმცა დილით აღარ დახვდა. პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს უსწრაფესად გამოძიონ ქურდობის ფაქტი და გამოვლინდეს დამნაშავე.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი აღქმული იქნება, როგორც გარე ძალების მოქმედება პარტიის წინააღმდეგ, რაც სამომავლოდ აჩენს შანსს, რომ დაცული პირადი ინფორმაცია ბოროტად იქნება გამოყენებული პარტიის წინააღმდეგ”. – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....