სოფო ნიჟარაძის ცემაში ბრალდებული დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც “პირWელისთვის” გახდა ცნობილი, რომ მან აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ჩვენება მისცა.
ჩვენების თანახმად, მას სოფო ნიჟარაძესთან მხოლოდ დალაპარაკება სურდა, თუმცა სოფო ნიჟარაძემ მას უხეშად უპასუხა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
“პირWელის” ინფორმაციით, ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ მას სოფო ნიჟარაძისთვის მძიმე დაზიანება არ მიუყენებია და არც სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა ყოფილა საჭირო. მისთვის არც ის ყოფილა ცნობილი, რომ კონცერტი პირდაპირი ეთერით შუქდებოდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო. მომღერალ სოფო ნიჟარაძეს “რუსთავი 2”-ის პროექტ, “იქსფაქტორის” დასრულებისთანავე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 15 თვემდე.