საზოგადოება

ცირა კობიაშვილს სასწრაფო დასჭირდა: რატომ გახდა ის ცუდად რეპეტიციის დროს

 

გენერალურ რეპეტიციაზე ფილარმონიაში სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა. „იქს ფაქტორის“ კონკურსანტი, ცირა კობიაშვილი შეუძლოდ გახდა. გაზეთმა “პრაიმტაიმმა” შემთხვევის მიზეზი კონკურსანტისგან შეიტყო:

ცირა კობიაშვილი:

– წინა ორშაბათის აუტსაიდერობიდან გამომდინარე დამარცხებულის სტატუსით გამოვდიოდი სცენაზე. ამან ეტყობა იმოქმედა ჩემზე, მთელი დღე ვნერვიულობდი. უცებ შეუძლოდ ვიგრძენი თავი. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ვთხოვე არ დადოთ ფოტოები ინტერნეტში-მეთქი, მაგრამ…

– რა სახის დახმარება აღმოგიჩინა სასწაფო დახმარების ექიმმა?

– დამამშვიდებელი გამიკეთეს. მაინც აღელვებული გავედი სცენაზე, მაგრამ წამლები ძალიან დამეხმარა.

 

 

 

იტვირთბა....