საზოგადოება

„თავზე ედო ხელი და ტიროდა“: გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძის ფიზიკური შეურაცყოფის ამბავს იხსენებს

 

X-ფაქტორის” მესამე ლაივ-შოუზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ინციდენტზე გორგი გაბუნია ჟურნალ OK!-სთან საუბრობს:

“ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით არ მაქვს. როდესაც ხმაური ატყდა, მე სწორედ იმ დროს გამოვიხედე და დავინახე, რომ სოფო იდგა, თავზე ედო ხელი, ტიროდა და ამბობდა ცუდად ვარ… ცუდად ვარო…” – აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, სკანდალურად დასრულდა “X-ფაქტორის” მესამე ლაივ-შოუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტის დასრულების შემდეგ “X-ფაქტორის” ერთ-ერთ მენტორს სოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა.

 

იტვირთბა....