საზოგადოება სამართალი

„ვიღაც კაცია 500 კგ“: რას ამბობს სოფო ნიჟარაძის დედა შვილის ჯანმრთელობაზე

 

ჩვენ სოფო ნიჟარაძის დედას დავუკავშირდით და სოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.

ქეთევან აბრამიძე: კარგად არის. საბედნიეროდ სახეში არ მოურტყამს, უკნიდან კისერში და კეფაში მოხვდა ხელი.

– ხომ არ არის დადგენილი დამნაშავის ვინაობა? ხომ არ იცნო სოფომ?

– არა, საიდან უნდა სცნობოდა, წარმოდგენა არ გვაქვს ვინ იყო. ვიღაც კაცია 500 კგ, კიდევ კარგად გადარჩა.

– დააკავეს?

– არა, გაიქცა, მაგრამ არსებობს ფოტოები და მისი ტელეფონი, რომელიც ინციდენტის დროს დაუვარდა. დააკავებენ ალბათ.

– მგონი ტვინის შერყევა მაქვსო, ამბობდა გუშინ სოფო, რა თქვეს ექიმებმა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

-არა, მსგავსი არაფერი. მსუბუქი დაზიანება აქვს, გადარჩა რომ სახეში არ მოხვდა ხელი. ეტყობა კარგად ვერ მისწვდა.

Primetime.ge

 

იტვირთბა....