ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სოფო ნიჟარაძეს დაარტყა

პირი, რომელმაც გუშინ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს დაარტყა, დადგენილია, თუმცა ის ჯერ დაკავებული არ არის. ამის შესახებ „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 125-ე მუხლით მიდინარეობს, რომელიც ცემას გულისხმობს.  „შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს“ – განგვიცხადეს შსს-ში.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ეს მამააკაცი მას ადრეც უნახავს. „ნიჭიერის“ ჩაწერებზე წინა რიგებში იჯდა და მუდმივად სოფოს მისამართით იგინებოდა, რამდენჯერმე დაცვამ მას დარბაზიც დაატოვებინა“, – გვითხრა გოგონამ, რომელიც ჩვენთან ერთად ინციდენტს შეესწრო. მეორე ვერსიით მოძალადე მალიბუს გულშემატკივარი იყო.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში X ფაქტორის კონცერტის დასრულებისთავე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, თუმცა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მომხდარიდან რამოდენიმე წუთში დაიწყო.

 

იტვირთბა....